სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენის ერთ-ერთ სადგურზე აფეთქებას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რაოდენობა კი 50-მდე აღწევს.
ინციდენტის შედეგად სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენის 7 სადგური დაიხურა.
სანკტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქების მიზეზი ვაგონში დაუდგენელი მოწყობილობის ამოქმედება იყო.
ამ მომენტისთვის მეტროსადგურიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს.