რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, სანკტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარი აფეთქების მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა, განიხილება ყველა ვერსია, მათ შორის ტერორისტული აქტი.
მომხდარის გამო მოსკოვის მეტროპოლიტენში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია.
რუსი სამართალდამცველების ინფორმაციით, სანკტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქების მიზეზი ვაგონში დაუდგენელი მოწყობილობის ამოქმედება იყო.
არსებული ინფორმაციით, სულ მცირე 10 ადამიანია დაღუპული. დაშავებულთა რაოდენობა კი 50-მდე აღწევს.