logo_geo
eng_logo
„ყველა ვერსია განიხილება“ - ვლადიმირ პუტინის კომენტარი სანკტ-პეტერბურგში მომხდარი აფეთქების შემდეგ
- +

3 აპრილი. 2017. 17:00



რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმ პუტინის განცხადებით, სანკტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარი აფეთქების მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა, განიხილება ყველა ვერსია, მათ შორის ტერორისტული აქტი.


მომხდარის გამო მოსკოვის მეტროპოლიტენში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია.


რუსი სამართალდამცველების ინფორმაციით, სანკტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქების მიზეზი ვაგონში დაუდგენელი მოწყობილობის ამოქმედება იყო.


არსებული ინფორმაციით, სულ მცირე 10 ადამიანია დაღუპული. დაშავებულთა რაოდენობა კი 50-მდე აღწევს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner