სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენის 63-ვე სადგური დაიხურა. რუსი სამართალდამცველების ინფორმაციით, სანკტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქების მიზეზი ვაგონში დაუდგენელი მოწყობილობის ამოქმედება იყო.
არსებული ინფორმაციით, სულ მცირე 10 ადამიანია დაღუპული. დაშავებულთა რაოდენობა კი 50-მდე აღწევს.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ყველა ვერსია განიხილება, მათ შორის ტერაქტი.