სანკტ-პეტერბურგის მეტრო სადგურებს «Сенная площадь»-სა და «Технологический институт»-ს შორის მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციაში მოქმედებს ცხელი ხაზი: +7 926 926 2740. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ასევე 24-საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50.
ამ ეტაპზე რუსეთის მხარე არ ფლობს ინფორმაციას დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობის შესახებ.
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან სანკტ-პეტერბურგში მოვუწოდებთ, მაქსიმალურ კოორდინაციაში იყვნენ საქართველოს ინტერესების სექციის საკონსულო განყოფილებასთან და გაითვალისწინონ ადგილობრივი პოლიციის რეკომენდაციები", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.