logo_geo
eng_logo
ლეკა მენაბდიშვილი: არ შეიძლება ყველა ქუჩა, ყველა კუთხე, ყველა ბილიკი იყოს სავაჭრო წერტილი!
- +

3 აპრილი. 2017. 20:15


 

„ვინმეზე ნაკლებად არ მეცოდებიან გარემოვაჭრეები, ყველას გვესმის რომ ოჯახების სარჩენად უწევთ ზამთარ-ზაფხულ გარეთ დგომა. უგულო უნდა იყოს ადამიანი რომ არ განიცადოს, მაგრამ აუცილებელია ის ღონისძიებები რასაც მერია ატარებს", - ამის შესახებ ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ლეკა მენაბდიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„მათ ალტერნატიულ ფართს, რომ არ სთავაზობდნენ ამას მეც გავაპროტესტებდი, მაგრამ სთავაზობენ, შესვლა არ უნდათ, რატომ?! სალარო აპარატებს თუ გამოვიყენებთ მოგება აღარ დაგვრჩებაო...

 

ასე არ ხდება ხალხნო, არ შეიძლება ყველა ქუჩა, ყველა კუთხე, ყველა ბილიკი იყოს სავაჭრო წერტილი. ძალიან რთული თემაა, მტკივნეული, თუმცა გამოსავალი არის, მათ არავინ ტოვებს სავაჭრო ფართის გარეშე...

 

ყველას გვინდა მოწესრიგებულ და უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება, თუმცა ამისთვის მარტო საუბარი არ კმარა, მოქმედებებიც საჭიროა. ხოლო რასაც ვუყურებ მოქმედებას ყოველთვის მოსდევს პროსტესტი..." - წერს მენაბდიშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner