BBC-ის ცნობით, სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენში დღეს მომხდარი აფეთქების შედეგად, ბოლო ინფორმაციით, 10 ადამიანი დაიღუპა და 47 დაშავდა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ვერონიკა სკვორცოვამ განაცხადა, რომ ორი ადამიანი მძიმე ხარისხის დამწვრობითა და ჭურვის ნამსხვრევებით მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ბოლო ინფორმაციით, სანქკტ-პეტერბურგის მეტროში დღეს მომხდარი აფეთქების სავარაუდო ორგანიზატორი მეტროპოლიტენის კამერებმა დააფიქსირა. ამის შესახებ „ინტერფაქსს" წყარომ აცნობა. ზოგიერთი მონაცემით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მეტროს ვაგონში დატოვებულ პორტფელში იყო მოთავსებული.