logo_geo
eng_logo
ზურაბ აბაშიძე: კოალიციამ ლოგიკურ დასასრულს მიაღწია!
- +

31 მარტი. 2016. 22:39


 „თავისუფალი დემოკრატების" წევრის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით კოალიციამ ლოგიკურ დასასრულს მიაღწია!


აბაშიძემ „რესპუბლიკური პარტიის" გადაწყვეტილება შეაფასა და აღნიშნა, რომ „რესპუბლიკური პარტიის" განმარტებები ძალიან უსუსურად გამოიყურება.

 

ასეთი განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ თანამდებობებისთვის კეთდება, რათა კომფორტი, კაბინეტები და პრემიები არ დაკარგონ. "რესპუბლიკური პარტიის" განმარტებები ძალიან უსუსურად გამოიყურება. ამომრჩევლებს რას ეუბნებიან - ხელისუფლებაში არიან თუ ოპოზიციაში?! ჩვენ კოალიციიდან რომ გავედით, თანამდებობებისთვის არ გვიბრძოლია",-აღნიშნა აბაშიძემ.


მისივე თქმით, კოალიციამ ლოგიკურ დასასრულს მიაღწია, პოლიტიკურ კვოტებზე შეთანხმება ვერ მოხდებოდა და არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის გადაწყვეტილება სრულიად ლოგიკურია.


ამით დადასტურდება, მოსახლეობაში ვის რა მხარდაჭერა აქვს და კოალიციის შექმნაზე ფიქრი მერეც შეიძლება. საქართველოს ამომრჩეველი ასეთ ფორმას არ იცნობს, მაგრამ ევროპულ ქვეყნებს ამის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ",- განაცხადა აბაშიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner