ქართველი რეჟისორი, სცენარისტი და რეჟისორი დღეს ხონში დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი ხონის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გაიმართა. დაკრძალვას ნანა მჭედლიძის ოჯახის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ძალიან ხშირად ამბობდა, რომ ყველაზე ბედნიერი წლები მან სწორედ ხონში გაატარა. ეს იყო მისი ცხოვრების პირველი 8 წელი. ეს იყო მაშინ, როდესაც დედა 30-იან წლებში გადაასახლეს. ეს მასშტაბური ტრაგედია მხოლოდ ამ ქვეყნისა და ამ ოჯახის ტრაგედია არ ყოფილა". - აღნიშნა ნანა მჭედლიძის შვილმა.
იმერეთის გუბერნატორის გივი ჭიჭინაძის თქმით, „ქალბატონი ნანა იყო წმინდა ადამიანი. მართლაც საოცარი ადამიანი. ძალზე ტანჯული და მძიმე ცხოვრება გაიარა იმ პერიოდში, რომელსაც კომუნისტური პერიოდი ჰქვია. თუმცა, მის შემოქმედებას არ დასტყობია ის. მან დაგვიტოვა და შეგვიქმნა ნამდვილი ქართული სახეები და ასეთივე ნაწარმოებებიც გადაიღო".