logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: ბავშვს ცოდნა თამაშ-თამაშით, შეჯიბრით უნდა მივაწოდოთ
- +

4 აპრილი. 2017. 00:10



განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ გადაცემა „მთავარი თამარ ჩიქოვანთან" განაცხადა, რომ გარემო იცვლება და დღეს ბავშვებთან სხვანაირი მეთოდებია საჭირო.


„გარემო რომ იცვლება, ბავშვი რომ იცვლება, ყველა ჩვენგანმა შევამჩნიეთ, რომ ბავშვები არიან სხვანაირები, ანუ მათი დაძალება, რომ უთხრა, საჭიროა და იმიტომ, ძალიან ძნელია. მე რომ პატარა ვიყავი ჩემზე დაძალება მუშაობდა, ჩემ შვილებზე არ მუშაობდა და შვილიშვილებზე, ალბათ საერთოდ აღარ იმუშავებს.

 

ჩვენ ვამბობთ, რომ სხვანაირი ხალხია და ამ სხვანაირ ხალხს ცოდნა უნდა მიეწოდოს სხვანაირად, თამაშ-თამაშით, შეჯიბრით, პროექტით. დავალება და დაჯექი ორიანი კი არა, მოდი აბა შევეჯიბროთ ვინ უკეთესად გამოიკვლვეს", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner