BBC-ის ინფორმაციით, სანკტ-პეტერბურგის ხელისუფლებამ მეტროში მომხდარი აფეთქების გამო სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. შესაბამისი ბრძანება ქალაქის გუბერნატორმა უკვე გამოსცა.
აფეთქება სანკტ-პეტერბურგის მეტროსადგურებს „ტექნოლოგიურ ინსტუტუტსა" და „სენნაია პლოშადს" შორის 3 აპრილს, მოსკოვის დროით14:40 საათზე მოხდა.
აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 47 დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი.