logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: ცუდ დირექტორებს ვებრძვით!
- +

4 აპრილი. 2017. 00:16



განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ გადაცემა "მთავარი თამარ ჩიქოვანთან" განაცხადა, რომ სამინისტრო ცდილობს ყველა სკოლას ხელმძღვანელობდეს  ღირსეული ადამიანი.

 

„ჩვენ ვაპირებთ სკოლებში თავისუფლების ხარისხი პედაგოგს მივცეთ მეტი და მკაცრი, ბუა კი არ იყოს სამინისტრო, რომ მოვა, შეგიმოწმებს, არამედ იყოს პარტნიორი და თანამშრომელი.

ვაპირებთ ჩვენი მასწავლებლები, მეტი პატივიცემისა და პრესტიჟის ხარჯზე გავხადოთ უფრო მოტივირებული. ძალიან მოკლე პერიოდში, წელსვე ვაკეთებთ ამას და მე მაქვს პრეტენზია, რომ ამის შედეგები გვექნება დღესვე, ხვალვე, ზეგვე. ცუდ დირექტორებს ვებრძვით და ვცდილობთ, ყველა სკოლას ხელმძღვანელობდეს  ღირსეული ადამიანი, რომელიც პედაგოგის შრომას პატივს სცემს და ხვდება, რომ ბავშვი, მშობელი და პედაგოგი არის მთავარი მოქმედი პირები", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner