logo_geo
eng_logo
პეტერბურგის მეტროში ტერაქტის სავარაუდო მომწყობის ფოტო გავრცელდა
- +

4 აპრილი. 2017. 01:57



მედიაში სავარაუდო ტერორისტის ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც სანკტ-პეტერბურგის მეტროში 3 აპრილს ტერაქტი მოაწყო. უსაფრთხოების კამერების მიერ დაფიქსირებულ ვიდეოში ჩანს, რომ მამაკაცმა მეტროს ვაგონში ზურგჩანთა დატოვა და იქიდან გამოვიდა.


შეგახსენებთ, რომ სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენის ერთ-ერთ სადგურზე აფეთქებას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რაოდენობა კი 50-მდე აღწევს. ინციდენტის შედეგად სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენის 7 სადგური დაიხურა. სანკტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქების მიზეზი ვაგონში დაუდგენელი მოწყობილობის ამოქმედება იყო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner