logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: ჩემს შვილს ვეუბნები, კარგი ხელობა ნახე და თუ გინდა, უმაღლესი დაივიწყე...
- +

4 აპრილი. 2017. 02:40



განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ გადაცემა „მთავარი თამარ ჩიქოვანთან" განაცხადა, რომ პროფესიული განათლება ძალინ კარგად ვითარდება. შარშანდელი მონაცემებით სტუდენტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, 10 ათასმა ბავშვმა აირჩია პროფესიული განათლება.


„მე პირადად ჩემ შვილს, საყვარელს, ნიჭიერს და კარგს, კომაროვის სკოლის მოსწავლეს ვეუბნები, პროფესია ნახე შვილო, რამე კარგი ხელობა, რომ გესიამოვნება, მოგეწონება და თუ გინდა უმაღლესი დაივიწყე. თუ მოგინდება აკადემიური მიმართულებით კი ბატონო, მაგრამ...

 

ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ერთი პროფესიის დრო დამთავრდა. დღევანდელი სტუდენტები ნიჭიერები და ჭკვიანები არიან. სწავლობენ იურიდიულზე, თან კომპიუტერული კურსი აქვს გავლილი, რამდენიმე კურსი აქვთ გავლილი. ათობით სერთიფიკატი აქვს მე-3 და მე-4 კურსელს. ეს არის სწორი გზა, უნივერსალური ჯარისკაცები სჭირდება დღევანდელობას", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner