logo_geo
eng_logo
ორივე პირს, რომელმაც სანკტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქება განახორციელა, ისლამისტებთან ჰქონდა კავშირი
- +

4 აპრილი. 2017. 10:49



სანკტ-პეტერბურგის მეტროში ტერაქტი, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.


„ინტერფაქსის" ცნობით, ერთ-ერთი მათგანი 23 წლის მამაკაცი იყო, რომელიც სავარაუდოდ შუა აზიიდან იყო.


პარალელურად რუსეთის მეხუთე არხმა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე" კიდევ ერთი ტერორისტის ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც მეტროსადგურში Площадь Восстания ასაფეთქებელი მოწყობილობა დატოვა - ბომბი 1 კილოგრამ ტროტილს შეიცავდა.


პოლიცია ვარაუდობს, რომ ორივე მათგანს კავშირი ისლამისტებთან ჰქონდა.


სისხლიან თავდასხმას 11 ადამიანი ემხვერპლა, 51 კი დაშავდა.

მედიკოსები მსხვერპლის რიცხვის ზრდას არ გამორიცხავენ, რადგან საავადმყოფოში მოთავსებული რამდენიმე მოქალაქის მდგომარეობა კრიტიკულია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner