logo_geo
eng_logo
გელა ხვედელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
- +

4 აპრილი. 2017. 11:08



„ნიუ ჰოსპიტალსის" კლინიკური დირექტორის გიორგი კორძახიას განცხადებით, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის გელა ხვედელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მედიკოსები ვარაუდობენ, რომ ხვედელიძეს კლინიკიდან 3-5 დღეში გაწერენ.


პაციენტი შემოსულია ტრავმის შედეგად. დაუდგინდა სახის ძვლების მოტეხილობა. შესაძლებელი იყო, თვალიც ყოფილიყო დაზიანებული. ამიტომ სრული დიაგნოსტირების შემდეგ გაკეთდა ოპერაცია, რაშიც ორი ჯგუფი იყო ჩართული. შეფასდა თვალის მდგომარეობაც და იყვნენ ყბა-სახის ქირურგებიც. ოპერაციის შემდეგ მისი მდგომარეობა არის აბსოლუტურად სტაბილური. კორექცია მოხდა იმ დასახულ მასშტაბში, რაც იყო ჩაფიქრებული. მისი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, საშუალო სიმძიმის და სტაბილური", - განაცხადა კორძახიამ.

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner