განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან ზოგიერთი ფაკულტეტის მხარდაჭერა საჭიროა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ამ ფაკულტეტებზე ჩარიცხვის მსურველთა აკადემიური მოსწრებაც ადეკვატური იქნება.
„ჩემი სურვილია, უფასო ფაკულტეტები აღარ იყოს ნავსაყუდელი ისეთი ხალხის, რომელიც სხვა ფაკულტეტებზე ვერ მოხვდა. ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ზოგიერთი ფაკულტეტის მხარდაჭერა საჭიროა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ამ ხალხის აკადემიური მოსწრება ადეკვატური იქნება. მე ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ, ერთი თვის ვადაში ამასთან დაკავშირებით უფრო ზუსტი ინფორმაცია გვქონდეს", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.