რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სანკტ-პეტერბურგის მეტროსადგურში მომხდარი აფეთქება ცხადყოფს, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა საჭიროა.
„დარწმუნებული ვარ, ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ მსოფლიომ ამ ბოროტების წინააღმდეგ ერთად უნდა იმუშაოს", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის ვერონიკა სკვორცოვას განცხადებით, სანკტ-პეტერბურგის მეტროსადგურში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა.