რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის ვერონიკა სკვორცოვას განცხადებით, გუშინ სანკტ-პეტერბურგში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა.
„დღეს ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ 14 ადამიანის სიკვდილი: 11 ადამიანი ტერაქტის ადგილას დაიღუპა, სამი კი, მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა. საავადმყოფოებში 49 დაშავებულია მოთავსებული, 13 ადამიანი კი უკვე გაწერეს", - განაცხადა ვერონიკა სკვორცოვამ.