logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: მინდა გამოვეხმაურო თავდაცვის მინისტრის მიმართ ბრალდებებს...
- +

19 თებერვალი. 2016. 10:12


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თავდაცვის მინისტრის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე კომენტარს აკეთებს. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კვირიკაშვილმა თანაგუნდელებს მოუწოდა, თუ რაიმე კითხვები აქვთ, სხვა ფორმატში განიხილონ:


"მინდა გამოვეხმაურო თავდაცვის მინისტრის მიმართ ბრალდებებს და ვთქვა, რომ ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ეს ჩირქს სცხებს არა ერთ პარტიას, არამედ მთლიანად მთავრობას, აბსოლუტურად ყველანაირი საფუძვლის გარეშე! მინდა მოვუწოდო ჩვენს თანაგუნდელებს, ასეთი საკითხები, თუ მათ აქვთ შეკითხვები, ალბათ, სხვა წესით და სხვა ფორმატში უნდა იხილებოდეს. ჩვენი ერთიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. არა მხოლოდ ჩვენი კოალიცია, არამედ ყველა ადამიანს, ვინც მზად არის, რომ ჩვენთან ერთად აიღოს ეს ტვირთი, რომელიც არ არის მსუბუქი და იმ პრინციპებით და იმ ხედვით ემსახუროს ქვეყანას, რომლითაც ჩვენ მივდივართ წინ, მზად ვართ, კარი გავუღოთ, არათუ იმაზე ვიფიქროთ, რომ დავიშალოთ და ა.შ. და სალაპარაკო მივცეთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ნამდვილად უხარიათ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner