logo_geo
eng_logo
გია ხუხაშვილი: პირველად გვეძლევა საშუალება ამ ქვეყნის ისტორიაში, რომ მანკიერი წრიდან გამოვიდეთ!
- +

31 მარტი. 2016. 23:27


ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით კოალიცია „ქართული ოცნების" დაშლა წინასაარჩევნოდ ქვეყნისთვის ძალიან მომგებიანია. თუმცა, როგორც ხუხაშვილმა გადაცემაში „პრიორიტეტი" აღნიშნა, შესაძლოა წინასაარჩევნოდ გარკვეული კოალიციები შეიქმნას.


„შედეგი ყველა შემთხვვეაში იქნება ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ პირველად გვეძლევა საშუალება ამ ქვეყნის ისტორიაში, როდესაც მანკიერი წრიდან გამოვალთ.

აქამდე დიდ იმედებს მოსდევდა- დიდი იმედგაცრუება, მერე პროტესტი, მერე ისევ დიდი იმედები, იმედგაცრუება... ამ მანკიერი წრიდან ამოვალთ და მივიღებთ მულტი-პარტიულ არჩევნებს.

 

პარტია „ქართული ოცნება", „ნაციონალური მოძრაობა, ვფიქრობ, „ლეიბორისტებმა" გარკვეულწილად დაიბრუნეს თავისი სტაბილური სეგმენტი, „პატრიოტთა ალიანსი", ნინო ბურჯანაძე- „თავისუფალი დემოკრატები" და შანსები აქვს პაატა ბურჭულაძეს, თუ გადაწყვეტს პოლიტიკაში საბოლოოდ ინტეგრირებას.

ჩვენ მინიმუმ 5-6 პარტიას მივიღებთ პარლამენტში. საკმაოდ დიდია ალბათობა იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ" ვერ მოახერხოს მარტომ დაკომპლექტება უმრავლესობის და პოსტ-საარჩევნოდ გაჩნდეს კოალიციების ფორმირების აუცილებლობა, რაც ქვეყნისთვის სამომავლოდ ძალიან კარგი გამოცდილება იქნება."- განაცხადა ხუხაშვილმა.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner