logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: დავით უსუფაშვილის მსგავს თავმჯდომარეს ბევრი პარლამენტი ინატრებდა!
- +

31 მარტი. 2016. 23:56


„დავით უსუფაშვილის მსგავს პარლამენტის თავმჯდომარეს ძალიან ბევრი პარლამენტი ინატრებდა. ის სერიოზული პოლიტიკოსია და ვფიქრობ, არა ვიწროპარტიულ, არამედ სახელმწიფოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული იქნება", - ამის შესახება გადაცემა 2030-ში საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, გიორგი ვოლსკიმ  განახცადა.


მისივე  თქმით, მსოფლიო გამოცდილებით, მინისტრი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს და ნებისმიერი, ვისაც პოლიტიკური პოსტი უჭირავს, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან უნდა გამოდიოდეს.


გამორიცხულია, ერთმანეთს შანტაჟის ენით ვესაუბროთ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე ვაჭრობა დავიწყოთ",-აღნიშნა ვოლსკიმ.


დეპუტატის აზრით, „ქართული ოცნება" დამოუკიდებლად უმრავლესობის მოპოვებას შეძლებს, მაგრამ მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს.


ჩემი აზრით, ამომრჩეველთა მხარდაჭერა ყველა პარტიამ დამოუკიდებლად უნდა გაზომოს. ევროპული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ კოალიციები სწორედ არჩევნების შემდეგ დგება. შედგება თუ არა კოალიცია არჩევნების შემდეგ, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ჩვენი მიზნები და სტრატეგია შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს, მაგრამ ყველამ ერთად, ქვეყნის განვითარებასა და უსაფრთხოებაზე უნდა ვიფიქროთ. ქვეყნისთვის უმრავლესობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია და, პირველ რიგში, ქვეყანაზე უნდა ვიფიქროთ. მიმდინარე პროცესი დემოკრატიულია, კოალიციაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტები განცხადებებს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებენ",- აღნიშნა ვოლსკიმ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner