logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: წიფელი გადარჩა და მისი ტრანსპორტირება დენდროპარკში გრძელდება
- +

4 აპრილი. 2017. 15:07



„თუ მედიისთვის მთავარი თემა საქართველოში დაზიანებული წიფელია, და არა აქციებში მონაწილეთა გვამების სახურავებზე შეყრა, ესე იგი საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება და ქვეყანაში დემოკრატიის საკმაოდ მაღალი დონეა", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური წერს.


„რაც შეეხება წიფელს, ურთულესი ლანდშაფტიდან გამომდინარე, სამუშაოები გართულდა, გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო, წვიმებისგან სველმა ნიადაგმა ვერ გაუძლო ხის სიმძიმეს, ჩაიწია და წიფელი დაზიანდა. ამ მასშტაბის სამუშაოებში გაუთვალისწინებელიც ხდება. თუმცა, ამის მიუხედავად, წიფელი გადარჩა და მისი ტრანსპორტირება დენდროპარკში გრძელდება. დენდროპარკი მაინც აშენდება!" - წერს უძილაური.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner