მეტროს მსგავსად, შესაძლოა, ავტობუსის გაჩერებების გამოცხადებაც დაიწყოს. ამის შესახებ AMBEBI.GE-სთან საუბარში საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძემ განაცხადა.
„გაჩერებების სახელდება გვინდა, რომ ავტობუსის გაჩერებები გამოცხადდეს. ამასთან, ახალი მეტროს გახსნა, სკვერები, გამზირები, პარკები ჩვენი კომპეტენციაა. მოკლედ, არ ვჩერდებით, თუმცა საქმე ძალიან ბევრია", - განაცხადა ჯახველაძემ.
მისივე თქმით, თბილისის მასშტაბით კვარტალური რუკებიც დაიდგმება, რაც სასწრაფო დახმარებას, სახანძროს, უცხო სტუმარს, ტურისტებს ორიენტაციისთვის დაეხმარება.