„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით ჩვენ ველოდებით პარლამენტის გადაწყვეტილებას", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ განუცხადა.
„ჩვენ დღეს უზენაეს სასამართლოში 13 მოსამართლით ვართ წარმოდგენილი. შეგიძლიათ, ნახოთ ჩვენი სტატისტიკა და საქმეთა წარმოება. ამ ეტაპზე ვუძღვებით სამართალწარმოებას და ველოდებით პარლამენტის გადაწყვეტილებას", - განუცხადა „ინტერპრესნიუსს" ნინო გვენეტაძემ.
უზენაეს სასამართლოში მოსამართლის სამი თანამდებობა ვაკანტურია. მმართველი უმრავლესობა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანდიდატურებს მხარს არ უჭერს.