logo_geo
eng_logo
ნინო გვენეტაძე: ყველა ინფორმაცია დროულად გავრცელდა სასამართლოს ვებ-გვერდზე
- +

4 აპრილი. 2017. 15:51



„რუსთავი 2"-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების ვადა იწურება.

სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძის განცხადებით, დოკუმენტი მხარეებს დღის ბოლომდე ჩაბარდებათ.


ყველა კითხვაზე პასუხი, რომელიც თქვენ გაწუხებთ ან საზოგადოებას აინტერესებს, არის გადაწყვეტილებებში და იმ განჩინებებში, რომელიც დღეს იქნება მხარეებისთვის ჩაბარებული. სასამართლო ხელისუფლება იცავს იმ მაღალ სტანდარტს, რომელიც არა მხოლოდ ეთიკური პრინციპია, არამედ საკანონმდებლო მოთხოვნაა, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე არ ყოფილიყო კომენტარი გაკეთებული", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.


გვენეტაძემ ასევე დიდი პალატის დაკომპლექტების საკითხზეც ისაუბრა, თუმცა დეტალები არ განმარტა.


კონკრეტულად თქვენს შეკითხვას რაც შეეხება, დიდი პალატის ფორმირებასთან დაკავშირებით, ის, რაც კანონმდებლობით გათვალისწინებული იყო, აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია დროულად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მიეწოდათ და გავრცელდა სასამართლოს ვებ-გვერდზე", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner