logo_geo
eng_logo
წყნეთში მრავალბინიანი სახლის გამაგრება მიმდინარეობს
- +

4 აპრილი. 2017. 16:12




ვაკის რაიონის გამგეობა  ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობას და სხვადასხვა პროექტების დაფინანსებას განაგრძობს.


ამ დროისთვის წყნეთში, მაია წყნეთელის #21-ში მდებარე ორსართულიანი, მრავალბინიანი სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. რეაბილიტაციის ფარგლებში, სახლის საძირკვლის, კედლების და დაზიანებული კარ-ფანჯრების  გამაგრება მოხდება.  პროექტის ღირებულება 32 622 ლარია.  სამუშაოები აპრილის ბოლომდე დასრულდება.


თანადაფინანსებული პროექტები - ოთხსართულიანი ან ხუთსართულიანი შენობების ან/და მისი შემადგენელი ელემენტების გამაგრების შემთხვევაში, როდესაც სამუშაოების ღირებულება არ აღემატება 100 000 (ასი ათასი) ლარს შემდეგი პროცენტული მაჩვენებლებით ფინანსდება: გამგეობა - 90%, ამხანაგობა - 10%


ნებისმიერი პროექტის დაფინანსების მისაღებად ამხანაგობის თავმჯდომარემ თვის 1-დან 10 რიცხვის ჩათვლით განცხადება გამგეობაში უნდა შემოიტანოს.


განაცხადთან ერთად თავმჯდომარემ  უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: 


          ამხანაგობის წევრთა 2/3-ის ხელმოწერები;

          ამხანაგობის მიერ შერჩეული მეწარმე სუბიექტის მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვა;

          დეფექტური აქტი;

          დისკი (სადაც ჩაწერილია ხარჯთაღრიცხვა და დეფექტური აქტი);

          მეწარმე სუბიექტის ბრუნვა, არანაკლებ 20 ათასი ლარისა;

          ცნობა შემოსავლების სამსახურიდან (თუ დღგ-ს გადამხდელია)

          ამხანაგობის აღრიცხვის ფურცლის ქსეროასლი



 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner