რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარში ტერორიზმთან ბრძოლაში თანამშრომლობის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.
„მხარეებმა დაადასტურეს ანტიტერორისტულ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის აუცილებლობა", - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა სამძიმარი გამოუცხადა რუსეთის პრეზიდენტს სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენში მომხდარი ტერაქტის გამო და მხარდაჭერისა და თანაგრძნობის სიტყვები გადასცა დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ხოლო დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა.
„ჩვენ ვგმობთ ამ საშინელ თავდასხმას. ამ უნამუსო თავდასხმის დროს თურქეთი რუსეთის გვერდით დგას. ჩვენს ქვეყანას, რომელიც წლების განმავლობაში ებრძვის ტერორიზმს, ბრწყინვალედ ესმის ამგვარი თავდასხმების ტკივილი", - განაცხადა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.