რუსუდან შარაძე საქართველოს უახლესი ისტორიის შემქმნელებს იხსენებს:
„2016 წელს, მათ ამდენი წელი უნდა შესრულებოდათ:
ზვიად გამსახურდია - 77
მერაბ კოსტავა - 77
გურამ შარაძე - 76
ზურაბ ჭავჭავაძე - 63
გია ჭანტურია - 57
ხუთივე მათგანი უმოწყალოდ რომ არ მოეკლათ, დღეს ისინი ცოცხლები იქნებოდნენ. რატომ მოკლეს? - მგონი, ამ კითხვის დასმაც უხერხული იქნებოდა, ისეთი თვალნათელია ყველაფერი...
ისინი რომ ცოცხლები იყვნენ, შესაძლოა, ოპონენტებიც ყოფილიყვნენ (თავისთავად, რა საინტერესო იქნებოდა მათი პაექრობა), ვიღაცას მოსწონებოდა, ვიღაცას - არა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ის ხალხი, ვინც დღეს ქართულ პოლიტიკაში გრიალებს, რომელი ბუჩქის ძირას იქნებოდა ჩაცუცქული?
როგორ მენანება, რომ ამ ყველაფერს ცხადში არ ვუყურებ..."