ესპანეთში ქართული კრიმინალური ჯგუფის წევრები დააკავეს, რომლებიც რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მადრიდსა და ბარსელონაში ბინებს ძარცვავდნენ. ფაქტი „პირველს" საქართველოს შს სამინისტროში დაუდასტურეს.
„აღნიშნული 17 პირი დაკავებულია ბოლო 3-4 თვის განმავლობაში ესპანეთში მიმდინარე საპოლიციო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალურად. ამაში ჩართული იყო საქართველოს ატაშე. მათი დაკავება ესპანეთსა და საქართველოს შორის საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად მოხდა", - განაცხადეს შს სამინისტროში.
უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებულთა დეპორტაცია განხორციელდება თუ არა, მოგვიანებით გადაწყდება.
გავრცელებული ცნობით, დაკავებულები 47 ბინის ძარცვაში არიან ეჭვმიტანილები.