logo_geo
eng_logo
ესპანეთში სახლების ძარცვის ბრალდებით 17 ქართველი დააკავეს
- +

4 აპრილი. 2017. 18:58



ესპანეთში ქართული კრიმინალური ჯგუფის წევრები დააკავეს, რომლებიც რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მადრიდსა და ბარსელონაში ბინებს ძარცვავდნენ. ფაქტი „პირველს" საქართველოს შს სამინისტროში დაუდასტურეს.


აღნიშნული 17 პირი დაკავებულია ბოლო 3-4 თვის განმავლობაში ესპანეთში მიმდინარე საპოლიციო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალურად. ამაში ჩართული იყო საქართველოს ატაშე. მათი დაკავება ესპანეთსა და საქართველოს შორის საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად მოხდა", - განაცხადეს შს სამინისტროში.


უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებულთა დეპორტაცია განხორციელდება თუ არა, მოგვიანებით გადაწყდება.


გავრცელებული ცნობით, დაკავებულები 47 ბინის ძარცვაში არიან ეჭვმიტანილები.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner