საგზაო დარღვევების შემთხვევაში ჩამოსაკლები ქულის ოდენობა გაიზარდა, ზოგ დარღვევაზე კი შემცირდა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული პაკეტის მეორე მოსმენით, გარკვეული ცვლილებები განისაზღვრა.
მსუბუქი ავტომობილით სამ წლამდე ასაკის ბავშვის გადაყვანა ნებადართული იქნება უკანა სავარძელზე მჯდომი არანაკლებ 16 წლის მგზავრის კალთაში, მგზავრი ვალდებული ქინება გამოიყენოს უსაფრთხოების ღვედი.