logo_geo
eng_logo
ილია მეორე: გადადეთ ყოველგვარი მატერიალური ზრუნვა და 7 აპრილს, ხარებას მობრძანდით ტაძარში
- +

4 აპრილი. 2017. 21:00



7 აპრილს, ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სადღესასწაულო წირვას სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს. როგორც პატრიარქმა ბრძანა, ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, 6 აპრილს, 18:00 საათზე, სამების ტაძარში საღამოს ლოცვა დაიწყება, 7 აპრილს კი საზეიმო წირვას მისი უწმინდესობა სვეტიცხოველში, 10:00 საათიდან აღავლენს.



„როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, ხარება ისეთი დღესასწაულია, როდესაც ჩიტი ბუდესაც კი არ აკეთებს. ამ დღეს ყველა ადიდებს უფალს. ამიტომ თქვენც გადადეთ ყოველგვარი მატერიალური ზრუნვა, მობრძანდით ტაძარში და შესთხოვეთ უფალს ღვთისმშობლის მფარველობა", - აღნიშნა პატრიარქმა.



უწმინდესმა აუტიზმის მქონე ბავშვები, ასევე, სახალხო მედიცინის წარმომადგენლები დალოცა. საზეიმო წირვას სამების ტაძარში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner