logo_geo
eng_logo
ლატვიის დედაქალაქში თბილისის სახელობის სკვერი გაიხსნა
- +

4 აპრილი. 2017. 21:08



თბილისის სკვერი რიგის ცენტრალური პროსპექტის „ბრივიბას გატვეს" ერთ-ერთ მონაკვეთზე მოეწყობა. სკვერის გახსნა ორი დედაქალქის დამეგობრების 10 წლისთავს მიეძღვნა. საზეიმო ცერემონიაზე, რომელსაც ლატვიაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ ჯანჯალია, საელჩოს, ლატვიის კულტურის სფეროსა და რიგის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სიმბოლურად ვაზისა და ცაცხვის ნერგები დარგეს.


ღონისძიების სტუმრებს სიტყვით თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ და რიგის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ვიაჩესლავ სტეპანენკომ მიმართეს.


რიგის მერიის განცხადებით თბილისის სკვერის საბოლოო მოწყობა-მოპირკეთება წლის ბოლომდე დასრულდება. ასევე განთავსდება სპეციალური საინფორმაციო დაფა ქართულ და ლატვიურ ენებზე. ანალოგიური სკვერის გაკეთება თბილისშიც არის დაგეგმილი.


სკვერის გახსნა თბილისისა და რიგის მერიებისა და ლატვიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.​


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner