logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: უზარმაზარი ხეები აქვს დახერხილი სხვადასხვა კომპანიას და ამაზე რატომღაც სიჩუმეა...
- +

4 აპრილი. 2017. 22:10


 

„ეს იმის დასტურად, რომ „ნაცების", ძალადბუნებისდამცველების და ვითომ გულდადაგული აქტივისტების შეშფოთება ხეების გადარგვით არის სრული ბლეფი", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური წერს და აქვე ციხისძირში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს.

 

„ეს ფოტოები გადაღებული მაქვს იქვე ციხისძირში, იმ ტერიტორებზე, საიდანაც ხეები არ გადააქვთ. უზარმაზარი ხეები აქვს დახერხილი სხვადასხვა კომპანიას და ამაზე რატომღაც სიჩუმეა. დენდროპარკში ხეების გადარგვაზე კი ისტერიაა. რატომ? იმიტომ, რომ დენდროპარკს აშენებს „ნაცების" და მათი გოშია ენჯეოშნიკების ხელისუფლებიდან გადამგდები ბიძინა ივანიშვილი.

 

შესაძლოა, ამ ფოტოებზე ასახული ხეების მოჭრა კანონიერიც იყო, და იმ კომპანიებს ამის უფლებაც ჰქონდათ, მაგრამ ფაქტია, ნაცების შნირობა „ხეებზე შეშფოთებას" პოლიტიკური მოტივაციით გამოხატავს", - წერს უძილაური.

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner