„ევრონიუს ჰოლდინგი"-ს და „ფოსტალიონი"-ს რედაქციები განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ევრონიუს ჰოლდინგი" და „ფოსტალიონი" აცხადებს სტაჟირებას ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთათვის. დაინტერესებულ პირებს მიეცემათ საშუალება, დაეუფლონ ონლაინ-მედიაში მუშაობისათვის საჭირო უნარებს და მიღებული თეორიული ცოდნა განიმტკიცონ პრაქტიკული სამუშაოებით, გახდნენ კონკურენტუნარიანები და აიმაღლონ თვითშეფასება.
აღსანიშნავია, რომ სტაჟიორებს ექნებათ შესაძლებლობა იმუშაონ ისეთ ცნობილ საინფორმაციო სააგენტოებში, როგორებიც არიან : euronews.ge ; qronika.ge ; sufra.ge : postalioni.com ; მათ ნამუშევრებს ყოველდღიურად წაიკითხავს ათასობით ადამიანი. საუკეთესო სტუდენტები შესაძლოა, დასაქმდნენ ჩამოთვლილი საინფორმაციო სააგენტოებიდან ერთ-ერთში. სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი. სტაჟირების ვადა - 6 თვე.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: 5 97 11 12 47", - ნათქვამია განცხადებაში.