პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:
„თუ წესად გავიხდით, რომ ყველა საეჭვო ვიდეოს მაშინვე წავშლით, არ გავავრცელებთ და ამ ვიდეოს შესახებ არ ვისაუბრებთ საჯარო სივრცეში, ვიდეოტერორიზმს დედა ეტირება.
სიბინძურის წაშლა და დუმილი ყველაზე ეფექტური წამალია ვიდეოინფექციის წინააღმდეგ.
ასევე უნდა წავშალოთ ფრედებიდან, ვინც ვითომდა აღშფოთებული განგაშს ტეხს, ქოთქოთებს და ამ ფორმით ცდილობს სიბინძურის გავრცელებას.
წაშლა და დუმილი!!!"