logo_geo
eng_logo
თამთა დიასამიძე Jerusalem of Gold 2017-დან სამშობლოში გრან-პრით ბრუნდება
- +

5 აპრილი. 2017. 01:37



იერუსალიმში კონკურსი Jerusalem of Gold 2017 ჩატარდა, რომელშიც ისრაელის, ამერიკის, ყაზახეთის, ბულგარეთის, საფრანგეთის წარმომადგენლებთან ერთად ქართველი შემსრულებელიც იღებდა მონაწილეობას. ახალგაზრდა მომღერალმა თამთა დიასამიძემ კონკურსზე ყველასთვის ნაცნობი სიმღერა ვარვარა წერეთლის „სულიკო" ახალი ინტერპრეტაციით შეასრულა. მეორე სიმღერა კი ბარბარა სტრეიზანდის რეპერტუარიდან წარუდგინა მაყურებელს. კონკურსის Jerusalem of Gold 2017 -ის ოფიციალური წარმომადგენელი, ხელოვნებათმცოდნე, პროდიუსერი მანანა სეფიაშვილი „ქართულ აზრს" პირველ ემოციებს უზიარებს... როგორც მანანა სეფიაშვილი აღნიშნავს,თამთა დიასამიძემ რამდენიმე ქვეყნისგან მიიღო შემოთავაზება და ის, შესაძლოა სხვა საერთაშორისო კონკურსებშიც ვიხილოთ.


„ძალიან დიდი ემოციებია... რა თქმა უნდა, გრან-პრი აიღო თამთამ. ძალიან ბედნიერია, რომ წარსდგა მაყურებლის წინაშე და თავისთავად მისთვის ეს კონკურსი ძალიან დიდი გამოცდილება იყო. კონკურსიდან კონკურსამდე იზრდება შემსრულებელი და ცდილობს, ახალი, გემოვნებიანი რეპერტუარი შექმნას. მიწვევებიც მივიღეთ ამერიკიდან, უკრაინიდან, ბულგარეთიდან. არ არის გამორიცხული კიდევ სხვა კონკურსებზე მივიღოთ მონაწილეობა", - აღნიშნა მანანა სეფიაშვილმა.

 

თამთა დიასამიძე ჯგუფის The Smile Shop-ის ერთ ერთი სოლისტი იყო, რომელიც Junior Eurovision 2013- ში იღებდა მონაწილეობას. თამთა დიასამიძეს ასევე აქვს სამსახიობო გამოცდილება, ის მონაწილეობს ფილმებში „ცელქი ბავშვები 2" და „აუტანელი არდადეგები". ამჟამად „ცელქი ბავშვების" მე-3 ფილმში იღებენ. თამთა დიასამიძე ასევე დადის Meko Studio- ში და ვოკალს ეუფლება. 








 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner