logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: სანამ ნაცების მედია ბღაოდა...
- +

5 აპრილი. 2017. 02:20


 


ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„სანამ ნაცების მედია ხელისუფლების პრორუსულობაზე ბღაოდა, საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაც მოასწრო და უვიზო რეჟიმიც მიიღო...

 

სანამ ნაცების მედია მზარდ კრიმინალზე" მაუწყებლობდა, საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთ მშვიდ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა...

 

სანამ ნაცების მედია მოთქვამდა გაჩერებულ ეკონომიკაზე", მხოლოდ ტურიზმიდან წლიური შემოსავლები 2 მილიარდს გადასცდა, ეკონომიკის ზრდა კი 4%-...

 

ვაგლახ, რამხელა ბედკრული ტრაგიზმია ნაცების მედიის ამ თავგანწირულ შავ პიარსა და ნეგატივის წოვაში, რამხელა მონდომებაა ამდენი მედიაფეკალიის ტირაჟირებაში და რა ამაო ოფლიანობა სდევს შედეგად ორად გახლეჩილი და დაობლებული ნაცობის ინტრიგანობას. ფარისევლური სოლიდარობის ფხუკ- თქვენ!" - წერს უძილაური. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner