სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ჰან-შეიჰუნში მომხდარ აფეთქებას 58 მშვიდობიანი მოსახლე ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვებიც. ქიმიური იარაღით თავდასხმა გამთენიისას მოხდა, როდესაც ყველას ეძინა. თავდამსხმელებმა იერიში ადგილობრი სამედიცინო ცენტრზეც მიიტანეს.
სირიის ხელისუფლებამ ქიმიური იარაღის გამოყენება არაერთხელ უარყო. მოუხედავად ამისა ეს თავდასხმა შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ყველაზე სისხლიანი სირიის სამოქალაქო ომის განმავლობაში, რომელიც ექვსი წლის წინ დაიწყო.
ჯერჯერობით უცნობია ვინ განახორციელა თავდასხმა. ასევე უცნობია რა სახის ქიმიურ იარაღზეა საუბარი.