logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე გაბუნიას: 2010 წელს მომხდარი 180 მკვლელობიდან, თქვენ გააშუქეთ მხოლოდ 66 შემთხვევა!
- +

5 აპრილი. 2017. 03:43



საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემა „არცევანში" დანაშაულის სტატისტიკაზე საუბრისას, წამყვანს გიორგი გაბუნიას შემდეგი სახის ტექსტით მიმართა:


„2010 წელს, მომხდარი 180 მკვლელობიდან, თქვენ გააშუქეთ მხოლოდ 66 შემთხვევა, აი 2015 წელს მომხდარი 100 შემთხვევიდან თქვენ გააშუქეთ 88 შემთხვევა. ანუ გაშუქებამ მოიმატა, თქვენ გიყურებთ მაყურებელი და რჩება შთაბეჭდილება, რომ დანაშაულმა მოიმატა.

 

სინამდვილეში, სტატისტიკა არის ის, რაც მოგიყვანეთ. რაც შეეხება პოლიციელების იმიჯს, პირველ რიგში, ჩვენ ყველამ უნდა დავუჭიროთ მხარი ყველა იმ პოლიციელს, რომელიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავს ჩვენს უსაფრთხოებას, იცავს თითოეული მოაქლაქის უფლებებს და ჩვენს ოჯახებს. მათ უნდა მივულოცოთ, რომ გაწევრიანდნენ ევროპის პოლიციის ოჯახში. მათ უნდა მივცეთ აუცილებლად სწორი შეფასებები, როდესაც ხსნიან საქმეებს." - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner