პარიზის მერი ან იდალგო მიკრობლოგი twitter- ზე წერს, რომ 5 აპრილს სანკტ-პეტერბურგში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ეიფელის კოშკის განათება ჩაქვრება
„ჩვენ ერთად ვართ",- წერს ის.
ასევე თელავივის მერიის შენობა რუსეთის დროში ფერებში გამოსახეს.
შეგახსენებთ, რომ სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენის ერთ-ერთ სადგურზე აფეთქებას სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რაოდენობა კი 50-მდე აღწევს. ინციდენტის შედეგად სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენის 7 სადგური დაიხურა. სანკტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქების მიზეზი ვაგონში დაუდგენელი მოწყობილობის ამოქმედება იყო.