logo_geo
eng_logo
ცოტნე გამსახურდია: მოღალატეები და სამშობლოს გამყიდველები გმირებად გვყავს შერაცხული!
- +

1 აპრილი. 2016. 01:09


„მოღალატეების და სამშობლოს გამყიდველების ქუჩები გვაქვს და გმირებად გვყავს შერაცხული" - ცოტნე გამსახურდიამ გადაცემაში  „პრიორიტეტი" ზვიად გამსახურდიას გარემოცვაზე ისაუბრა და მწუხარებით აღნიშნა, რომ დღეს ბევრი სამშობლოს მოღალატე გმირად არის შერაცხული.


„მაგალითად დღეს არსებობს საქართველოში გია გულუას ქუჩა, გია ჭანტურია- ტიპიური პროვოკატორი. მაგალითად გმირად ითვლება რატომღაც გიორგი ყარყარაშვილი, რომელიც პირადად მახსოვს,  როგორ მოვიდა ჩვენს მძევლად ასაყვანად. მაშინ პატარა ვიყავი და შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა მოგვიწია. სურდა მძევლად ავეყვანეთ და მამაჩემზე გავლენა მოეხდინა შემდგომ.

პატარა ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის გარკვეილ ნაწილს, გინდ ელიტა უწოდეთ, გინდ ბომონდი, ყველა-ყველას იცნობს, ერიდებინა მკაფიო შეფასებები, უნდათ რომ ყველასთან თბილი ურთოერთობა ქონდეთ.

 

არ ვარ რადიკალიზმის მომხრე, მაგრამ რაღაც ირევა შინაგანად, როდესაც ხედავ, ადამიანი გუშინ რას აკეთებდა და დღეს მას დაფნის გვირგვინებით ამკობდნენ. სიცრუის ზეიმი გრძელდება."- განაცხადა გამსახურდიამ.   


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner