logo_geo
eng_logo
შოთა რეხვიაშვილი გამოფენის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
- +

5 აპრილი. 2017. 10:29


დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი და გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის რეგიონში იოჰანეს ფან დერ კლაუ თავშესაფრის მაძიებელთა, ჰუმანიტარული სტატუსისა და ლტოლვილთა ნამუშევრების  გამოფენის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ.


საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში  გამართულ გამოფენაში ლტოლვილთა ინტეგრაციის  ცენტრის   „ღია სახლის"  11 ბენეფიციარმა ერაყიდან და უკრაინიდან, 100-მდე   ნამუშევარი - ნახატები, ფოტოები, აქსესუარები, დეკორატიული ნივთები და თოჯინები წარმოადგინეს.


„ღია სახლი"  საქართველოს გაერო-ს ასოციაციისა და გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის თანამშრომლობით შეიქმნა. ცენტრი თავშესაფრის მაძიებლების, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისა და ლტოლვილების უფლებების დაცვას უზრუნველყოფს და ხელს უწყობს ინტეგრაციის პროცესს.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner