logo_geo
eng_logo
„გორგიას კვანძი“- რატომ სდებს ბრალს თაღლითობაში გია გორგოშაძეს ყოფილი მეუღლე?
- +

1 აპრილი. 2016. 01:36


გაზეთი „ასავალ-დასავალი" ჰიპერმარკეტ „გორგიას" მეპატრონის, გია გორგოშაძისა და მისი ყოფილი მეუღლის, ნინო დარსალიას შესახებ წერს. წყაროს ინფორმაციით, დარსალიას მისმა ყოფილმა მეუღლემ, გია გორგოშაძემ თაღლითურად  გამოსძალა დიდი ოდენობის თანხა.

საქმე ამჟამად ძიებაშია.


რაც შეეხება „გორგიას კვანძის" ამბავს, რომლის შესახებაც წინამდებარე წერილში მოგითხრობთ, მისი მთავარი მოქმედი პირები ჰიპერმარკეტ „გორგიას" მილიონერი მეპატრონე გია გორგოშაძე, არანაკლებ მილიონერი პარლამენტარი ნანა ყეინიშვილი და ამ ორი აფერისტის მიერ უსინდისოდ მოტყუებული გორგოშაძის ყოფილი მეუღლე, ქალბატონი ნინო დარსალია არიან.

 

აჭარელ გია გორგოშაძეს, რომლის პედაგოგი და პენსიონერი მამა ამჟამად ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კიბეში ცხოვრობს, ბათუმში პატარა მაღაზია ჰქონდა, სადაც ძირითადად ჩაქუჩები და სხვადასხვა ზომის ლურსმნები იყიდებოდა... გიაც ჯახირობდა, ხან ჩაქუჩს ურტყამდა ლურსმანზე, ხან - ჩაქუჩს ჩაქუჩზე, ხოლო მოგვიანებით ეს ჩაქუჩი თავშიც ჩაირტყა.

 

2003 წელს გია გორგოშაძემ თავისი წვრილი ბიზნესის უკეთ წარმართვის მიზნით მმართველად, ანუ მენეჯერად ოდესის გემთმშენებელი ინსტიტუტის კურსდამთავრებული ნინო დარსალია მოიწვია... მალე გორგოშაძე და დარსალია დაქორწინდნენ, ჯვარი დაიწერეს და ბიზნესის გაფართოება-განვითარებას ერთობლივი ძალებით შეუდგნენ...

 

ნინო დარსალიამ, რომელიც ბათუმში ცნობილი, პატივცემული და შეძლებული ოჯახის შვილია, საოჯახო ბიზნესის ასაღორძინებლად მეუღლეს თავისი კუთვნილი 2 კილოგრამი ოქრო მიართვა... ნიჭიერი და განათლებული ქალბატონის მოხერხებულობამ, გამოცდილებამ და ბიზნესის ცოდნამ მალე სწორედ ოქროს ნაყოფი გამოიღო და გორგოშაძე-დარსალიას შპს „გორგიამ", რომელიც ახლა უკვე მხოლოდ ლურსმნებითა და ჩაქუჩებით კი არა, თითქმის ყველა სახის სამშენებლო და სარემონტო მასალით ვაჭრობდა, ფრთები გაშალა!

 

ბედნიერმა და წარმატებულმა ცოლ-ქმარმა ბათუმში მომძლავრებისა და ფეხზე მყარად დადგომის შემდეგ მზერა თბილისს მიაპყრეს... გადაწყვიტეს, თავიანთი ახლად ყელმოღერებული ბიზნესი თბილისშიც გადმოეტანათ და ასეც მოიქცნენ...

 

ის დრო იყო, როცა სააკაშვილის ნაცისტური რეჟიმი ყარდა, აქოთებულ სტომაქს ადამიანების ძვლებითა და სისხლით ივსებდა, უამრავი ბიზნესმენი მოკლეს, დაიჭირეს, „გაპარსეს", გაატყავეს, ქარვასლები და საწყობები გადაუწვეს, მაგრამ „გორგია", ნინო დარსალიას ჭკუა-გონების წყალობით, ძლიერდებოდა, ფართოვდებოდა და მილიონებს იხვეჭდა...

 

და აი, ერთ მშვენიერ დღეს მიხეილ-ყაენის ბასკაკებმა გია გორგოშაძესაც შეუღრინეს - სასწრაფოდ 15 მილიონი ლარი მოგვიცუნცულე, თორემ დაგიჭერთ და შენს შემწვარ ღვიძლს ან ბაჩო ახალაიას შევაჭმევთ, ან არადა, ცოცხზე შეგსვამთ და გიული ალასანიას ბუხრიდან გაგაფრენთო!

 

გორგოშაძემ არც აცია, არც აცხელა,  ზუსტად ისე გამოეწყო, როგორც ყვარყვარე თუთაბერი - აგრაფინას კაბაში, ფულები უცხოეთის ბანკებში გადამალა და თურქეთში დურთა თავი.

 

შპს „გორგიას" ბიზნესი რომ არ ჩამოქცეულიყო, საქართველოში დარჩენილი მისი მეუღლე, ქალბატონი ნინო დარსალია დატრიალდა, იბრძოლა, თბილისში იოსებიძის ქუჩის № 57-ში მდებარე 320 კვ. მ. ფართობის ბინა, რომელიც 2004 წელს საკუთარი სახსრებით შეიძინა, სასწრაფოდ გაყიდა, სხვა თანხებიც შეაკოწიწა, 15 მილიონის ნაცვლად 5 მილიონი ლარი ბიუჯეტში შეიტანა და ბიზნესიც გადაარჩინა და მეუღლეც...

 

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, სააკაშვილის ბასკაკებმა გია გორგოშაძეს წყევლა-შეჩვენება ახსნეს და შპს „გორგიას" თურქეთში გაქცეულ მეპატრონეს სამშობლოში დაბრუნების ნება დართეს. გორგოშაძე დევნილობიდან დაბრუნდა და ბედნიერად განაგრძო საოჯახო ბიზნესის მართვა, რომელიც ერთგულმა და ჭკვიანმა ცოლმა ხელუხლებელი, კიდევ უფრო აღორძინებული და გაფართოებული დაახვედრა!"


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner