რუსული მედიის ცნობით, მეტროსადგურებში ასაფეთქებლის არსებობის შესახებ ანონიმური ზარი შევიდა. ამ ინფორმაციას მეტროს პრესსამსახურში ადასტურებენ.
მეტროსადგურებში მგზავრებს ატყობინებენ, რომ მეტროპოლიტენი ტექნიკური პრობლემების გამო დაიხურა.
3 აპრილს მეტროსადგურებს - „Сенная площадь" და „Технологический институт -2"-ს შორის, მატარებლის ვაგონში აფეთქება მოხდა. ტერაქტის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა. საგამოძიებო ორგანოები მომხდარ ფაქტს ტერაქტის მუხლით იძიებენ.