ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელების შესახებ წერს და წუხილს გამოთქვამს იმის, გამო, რომ სრული კონფიდენციალურობის დაცვის მიუხედავად, საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა მის წინააღმდეგ დაუმსახურებელი განცხადებები გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ 31 მარტს, გამთენისსას, მაკა რაზმაზის ფეისბუქის გვერდზე პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო აიტვირთა. ჟურნალისტმა აღნიშნულის შესახებ პროკურატურას შეატყობინა, ვიდეოს დაბლოკვა და წაშლა რამდენიმე წუთში მოხერხდა.
„ბესო ზანგური ჩვენი ბრალი ყოფილა მთელი დღე თავი რომ გავიგიჟეთ ზედ გადაფარებით და დაცვით და იმით რომ არც სქესი და არც არაფერი ნიშანი არ წამოგვცდა... მეტის ღირსები ვართ... რაც გძულდეს და რასაც ებრძოდე ის დაგაბრალონო...
რა გვინდოდა, რას მივედით პროკურატურაში. ვყოფილიყავით ჩუმად... ასეა ხალხი ალბათ ნაჩვევი და „ეს შენ გეხება" მხოლოდ ფარსია. როგორც კი მართლა დააპირებ ბრძოლას, მაშინვე აქეთ დაგდებენ ბრალს და ტალახს გესვრიან. არაუშავს... ამასაც გადავიტანთ... არადა გულით მჯეროდა და რა ვქნა, ახლაც მჯერა რომ ტყუილს და ცილისწამებას უნდა შეებრძოლო- მათ შორის შენს წინააღმდეგაც!
რა უხერხულია, როცა უსამართლოდ გირტყამენ... როცა რეალური დამნაშავის ნაცვლად შენზე იწმენდენ ხელებს მხოლოდ იმის გამო, რომ ეცადე სოლიდარული ყოფილიყავი..."