logo_geo
eng_logo
ვასილ მაღლაფერიძე: პარლამენტის მასალას ტელევიზიები უცვლელად მიიღებენ, თუმცა, „საზმაუს“ სამარკო ნიშნით
- +

5 აპრილი. 2017. 14:40



„საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე აცხადებს, რომ ტელევიზიები პარლამენტიდან ინფორმაციას უცვლელად მიიღებენ, მაგრამ მათ მოუწევთ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამარკო ნიშნის მითითება.


როგორც მაღლაფერიძემ „აიპრესთან" საუბრისას განმარტა, აქამდე ეს ასე არ იყო და კერძო ტელევიზიები მაუწყებლიდან მიწოდებულ სიგნალს საკუთარ მასალად წარმოაჩენდნენ.


მისი თქმით, პოლიტიკოსების მიერ პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადებები არასწორია.


ეს ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას. საერთოდ არასწორად მიმაჩნია, პოლიტიკოსების განცხადებებზე საზოგადოებრივ მაუწყებელზე" მე ვაკეთო კომენტარები. ამას არავითარი კავშირი არ აქვს სიმართლესთან.

ერთადერთი გადაწყვეტილებაა მიღებული, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი", ისევე როგორც ყველა სხვა საინფორმაციო საშუალება, გადასცემს მასალას, ოღონდ საჭიროა წყაროს მითითება. მაგალითად, როგორც თქვენი მასალის დროს აქვთ ვალდებულება, რომ მიუთითონ წყარო, რომ ეს არისაიპრესის" მასალა, ასევეა ახლაც. აქაც უნდა იყოს აღნიშნული, რომ ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაცემული მასალა. აქ არის საუბარი იმაზე, რომ პოლიტიკოსებს არ უნდათ, რომ ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაცემული მასალა.

მე კი მგონია, რომ ვინც იშრომა, მას უნდა ჰქონდეს მასალის გადაცემის უფლება, მაგრამ უნდა იყოს მითითებული საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამარკო ნიშანი. არავითარი შერჩევითობა არ იქნება. დაინერგა ცუდი პრაქტიკა, ზოგიერთს გაუჩნდა სურვილი, რომ მაუწყებლის გადაცემულ მასალა იყოს ჩვენი სამარკო ნიშნის გარეშე. რომ ვითომ თვითონ მოიპოვა. ეს ნიშნავს სხვისი რესურსის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას. ზოგიერთს ჰგონია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის" შრომა უნდა მიითვისონ, რაც არასწორია. მათ შორის კანონმდებლობიდან გამომდინარე, ან ბიზნესის ინტერესებიდან. ვიმეორებ, ჩვენი მასალა ყველასთვის იქნება ღია, მაგრამ წყაროს მითითებით. მიწოდებულ მასალაში სამარკო ნიშანი მითითებულია, მაგრამ თუ მათ უნდათ, რომ მივაწოდოთ სუფთა სიგნალი, სამარკო ნიშნის გარეშე ეს ასე აღარ იქნება", - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.


„აიპრესი": პოლიტიკოსები საუბრობენ, რომ აქამდე „საზმაუწყებელი" ყველა კომიტეტის სხდომას გადასცემდა კერძო ტელევიზიებს. ახლა კი თავად გადაწყვეტს, რას გადასცემს და რას არაო... ამაზე რას იტყვით?


ვასილ მაღლაფერიძე: ეს არ არის სწორი. აბსოლუტურად არაფერი არ იცვლება. როგორც გადავცემდით აქამდე, ისე იქნება ახლაც. ყველა კომიტეტის სხდომას გადავცემდით. მაგრამ, ეს არ არის მთავარი თემა. პოლიტიკოსები საუბრობენ იმაზე, რაც აწყობთ.

 

ეს იგივეა, რომელიმე ტელევიზიის გადაცემიდან ავიღო მონაკვეთი და მოვითხოვო, რომ არხის სამარკო ნიშანი მომიხსნან. ეს ხომ არ იქნება სწორი? მედიასაშუალებებისთვის, ბუნებრივია, მომგებიანია ეს საკითხი, ამიტომ მათ ინფორმაცია იმ ფორმით მიაწოდეს პოლიტიკოსებს, რაც მათ აწყობდათ. მაგრამ ეს დასრულდება ისე, როგორც ეს არის სწორი.


ამ თემაზე კომენტარები გაკეთდა პარლამენტის ტრიბუნაზე, სადაც აღნიშნეს, რომ „საზმაუს" დირექტორის გადაწყვეტილებით, ტელევიზიების საქმიანობას ხელი ეშლება.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner