logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: დასაფინანსებელი საწარმოების ზღვარს დაბლა ვწევთ
- +

19 თებერვალი. 2016. 10:18


მთავრობას პროგრამა „აწარმოე საქართველოში" შესწორებები შეაქვს. კერძოდ, მცირე მეწარმეების ინტერესების გათვალისწინებით, საწარმოების დაფინანსების ზღვარი დაბლა დაიწევს.


როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, გარდა ამისა, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სასტუმროების ნაწილში დაფინასება უცხოურ ვალუტაშიც მოხდება.


დღეს, პროგრამის "აწარმოე საქართველოში" პროექტში შესწორებები შემოგვაქვს. ჩვენ გავითვალისწინეთ უფრო მცირე საწარმოების ინტერესები და დასაფინანსებელი საწარმოების ზღვარს დაბლა ვწევთ - ეს იქნება 150 000 ლარი და 75 000 დოლარის ექვივალენტი. ასევე თვითონ სასტუმროების ნაწილში შემოგვაქვს უცხოურ ვალუტაში დაფინანსებაც. საბანკო სექტორმა გამოთქვა ეს მოსაზრება, რათა გავზარდოთ ამ პროგრამაში აქტივობა. უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობისთვისაც ასე იქნება უკეთესი", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner