logo_geo
eng_logo
რუსეთის პოლიციამ სანკტ-პეტერბურგის ტერაქტში ეჭვმიტანილი 6 პირი დააკავა
- +

5 აპრილი. 2017. 15:20



რუსეთის სახელმწიფო საგამოძიებო კომიტეტმა 3 აპრილს, სანკტ-პეტერბურგის ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი 6 პირი დააკავა, რომლებსაც სავარაუდოდ„ისლამურ სახელმწიფოსთან" აქვთ კავშირი.ამის შესახებ ინფორმაციას, სააგენტო „Reuters" ავრცელებს.


სამართალდამცველების განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, მონაწილეობდნენ თუ არა დაკავებულები უშუალოდ აფეთქების დაგეგმვაში.

 

არ არსებობს მტკიცებულება, რომ დაკავებულებს ჰქონდათ კონკრეტული ინფორმაცია, პეტერბურგის მეტროში აფეთქების შესახებ", - ნათქვამია საგამოძიებო უწყების განცხადებაში.


რუსეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით მთავარ ეჭვმიტანილად, წარმოშობით ყირგიზი, 22 წლის აკბარჟონ ჯალილოვი რჩება.


ორი დღის წინ სანკტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარ აფეთქებას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმ პუტინი მოსკოვში, პოსტსაბჭოთა ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელების შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ გამოეხაურა.


ჩვენ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ ტერორიზმის წინააღმდეგ ვითარება არ უმჯობესდება. ამის ნათელი დასტური ბოლო დღეების ტრაგიკული ინციდენტია", - განაცხადა პუტინმა.


ტერაქტი სანკტ-პეტერბურგის მეტროსადგურ „ტექნოლოგიურ ინსტიტუტში" 3 აპრილს მოხდა. აფეთქებას 14 ადამიანი ემსხვერპლა და 50-მდე მძიმედ დაშავდა.


 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner